სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ბაჩალიაშვილის "შეყვარებულთან"

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მის შეყვარელბულად ცნობილი ბაჩანა ლობჟანიძე საჯაროდ პირველად ყვება გარდაცვლილი პროგრამისტის შესახებ. ვიდეოს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ბაჩანა ლობჟანიძე ამბობს, მან თამარ ბაჩალიაშვილი 2015 წელს უნივერსიტეტში გაიცნო. ის ამბობს, რომ თამუნა მისი შეყვარებული იყო, თუმცა ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახმა არ იცოდა.

„არ იყო ადვილად შესაცვლელი ადამიანი, არ ესაუბრებოდა ბევრ ადამიანს. ზოგადად ვამბობ, ჩემთან მიმართებაში არა. ნეგატიური არაფერი არ მახსოვს. კარგად მახსოვს თავიდან ჰიტლერის წიგნს კითხულობდა. 2015 წლის სექტემბერში პირველ კურსზე უნივერსიტეტში კურსელები ვიყავით“, ამბობს ბაჩანა.

ლობჟანიძე ამბობს, რომ ბაჩალიაშვილი ბოლოს 19 ივნისს, დაბადების დღეზე ნახა, რის შემდეგაც ძველ თბილისში წავიდნენ.

„ბოლოს ფიზიკურად 19 ივნისს ვნახე დაბადების დღეზე. მეც 19 ივნისს მაქვს დაბადების დღეს. ერთად აღვნიშნეთ. მთელი დღე ერთად ვიყავით. ლისზე ვიყავით ტბასთან. მერე ძველ თბილისში.გადაღებული მაქ ფოტოები და ვიდეოც მაქვს, გიფებიც გავაკეთე.

2017 ში დაიწყო მუშაობდა. მეუბნებოდა რას მუშაობდა, როგორ დაიწყო. ჩვეულებრივ ვაკანსია გააგზავნა და ჩვეულებრივ გასაუბრების საფუძველზე აიყვანეს.

ჰქონდა მეორე სამსახური, დაახლოებით 10 თვე მუშაობდა. დისტანციურად იყო მთლიანად. ავსტრიული კომპანიაა. იქიდან, სადღაც თებერვლისკენ წამოვიდა“, – ამბობს ბაჩანა ლობჟანიძე.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი შეყვარებული იყო, ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების შესახებ სამი დღის შემდეგ შეიტყო, თუმცა ძებნა, არც მანამდე და არც შემდეგ არ დაუწყია.

„მე გავიგე, უკვე სამი დღის გაუჩინარებული იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამსახურიდან უნდა წამოსულიყო და ერთად უნდა გვემუშავა. და როცა წამოვიდოდა მაშინ უნდა მენახა.

[ბოლო კომუნიკაცია] წინა დღით 6 საათზე მქონდა. მესენჯერში ვნახე ჩემი მინაწერი. იცი რა იყო, თავის თასკებს უნდა მორჩენილიყო და მე ეს ვიცოდი. ასე შევთანხმდით, რომ მორჩებოდა რაც საქმე ჰქონდა და მერე უნდა წამოსულიყო. თამარს, რომ ეთქვა ჩემთვის იქიდან წამოვედიო, მერე ვნახავდი და არაფერი არ მოხდებოდა“, – ამბობს ლობჟანიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100