სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავაწესებთ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი რუსეთის მიმართულებით მიჰყავს - კიტინგი

დავაწესებთ სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი რუსეთის მიმართულებით მიჰყავს - ამის შესახებ კონგრესმენმა ბილ კიტინგმა "ამერიკის ხმასთან" წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში გამართული მოსმენის შემდეგ განაცხადა.

კიტინგის თქმით, შტეტები ერთგული რჩება ქართველი ხალხის ინტერესებსი და მხარს უჭერს მას.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა აწუხებს ქართველ ხალხს და ნათელია, რომ ახლანდელ მმართველ პარტიას ის სხვა მიმართულებით მიჰყავს. ჩვენ არ დავშორდებით ქართველი ხალხის ნებას. მაგრამ ჩვენ დავაწესებთ სანქციებს და მივიღებთ სხვა ზომებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც ქართველი ხალხი სხვა მიმართულებით, რუსეთის მიმართულებით მიჰყავს, ასეთ კრიტიკულ დროს, როდესაც უკრაინაში მისი უკანონო ომი ასეთ განადგურებას იწვევს“, - ამბობს კონგრესმენი კიტინგი.

შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილ "მეგობარ აქტს" კენჭი 11 ივლისს უყარა და მის პალატაში სრულ კენჭისყრაზე გატანას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს პროდასავლური მომავლის მხარდაჭერას და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო შემზრუდავი ზომების დაწესებას გულისხმობს, ახლა 16 წარმდგენი კონგრესმენი ჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100