მეურვემ 7 წლის ძმიშვილი სასტიკად აწამა - მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
ინგუშეთის ბავშვთა საავადმყოფოში 7 წლის მოზარდი გოგონა გადაიყვანეს, რომელიც სასტიკად იყო ნაწამები და დაკბენილი. როგორც მკურნალმა ექიმმა აღნიშნა, ნაკბენების ნაწილი ახალია, ნაწილი კი - ძველი.
მრავალი დაზიანების გამო მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა შეძლეს და გოგონას ხელი შეუნარჩუნეს, რომელსაც მოკვეთის საფრთხე ემუქრებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით არის აღძრული.
გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მოზარდის მეურვე - 33 წლის მამიდა, რომელიც გოგონას მას შემდეგ ზრდის, რაც ჯერ დედა, შემდეგ კი მამა გარდაეცვალა. როგორც საქმეში ეჭვმიტანილმა განაცხადა, მოზარდს მრავალჯერ ჰქონდა მცდელობა, საკუთარი თავისთვის ზიანი მიეყენებინა. რაც შეეხება სხვა დაზიანებებს, ქალმა ამისთვის კიდევ ერთი ახსნა მოძებნა - რამდენიმე დღის წინ ბავშვი საკანალიზაციო არხში ჩავარდა. კითხვაზე, თუ რატომ არ დაუკავშირდა მეურვე პოლიციას ან ბავშვი პირველივე დაზიანებისას ექიმთან რატომ არ მიიყვანა, ქალმა პასუხის გაცემა ვერ შეძლო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს პატიმრობა ემუქრება, ხოლო ბავშვს თავშესაფარში ჩააბარებენ, სადაც ის ფსიქოლოგის დახმარებას გაივლის.
კომენტარი