სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამეგრელოში 15 წლის არასრულწლოვანი მამიდაშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 15 წლის არასრულწლოვანი საკუთარ მამიდაშვილს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

გოგონას ნათესავების თქმით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც არასრულწლოვანმა სავარაუდო გაუპატიურებასთან დაკავშირებით დეიდას უამბო.

საქმეში ჩართულია პოლიცია და არასრულწლოვანს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100