სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ელჩი: EU-ში გადავწყვიტეთ, საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეგვეჩერებინა

ევროკავშირის ელჩმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერებულია.


პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, რამდენიმე თვის წინ, ბრიუსელში მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი რანგის შეხვედრები აღარ გაიმართოს.


რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია როგორ უნდა მივდგომოდით ხელისუფლების ქმედებებს, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ, ანტიევროპულს ნარატის და პროპაგანდას. ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, არ ჰქონოდათ ამჟამინდელ ხელისუფლებასთან მაღალი დონის კონტაქტები. ამიტომაა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არ იყო მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ იყო მაღალი დომის შეხვედრები საქართვეელოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში", - ამბობს ელჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100