სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბევრი ფული კომპანია „ნატახტარისგან“

ტრადიციული გათამაშება - რეკორდულის საპრიზო ფონდით

16 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება კომპანია „ნატახტარის“ პრესკონფერნეცია წამახალისებელი გათამაშების შესახებ, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მეხუთედ იმართება. ლუდის ქართული ბაზრის ლიდერი კომპანიის ახალ პროექტის თაობაზე ისაუბრებს და ჟურნალისტების კითხვებს გასცემს პასუხს „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი.

კომპანია „ნატახტარი“ აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ინვოციურ გათამაშებას სთავაზობს. წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 15 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ადგილზე შეგიძლიათ გახსნათ ლუდი „ნატახტარის“ ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა.

ასევე ყველა ზომის შეფუთვაში, გარდა ქილისა (0.5ლ შუშის ბოთლში, 1ლიტრიან, 2ლიტრიან და 2.5ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი - 50 000 ლარი. გათამაშებაშია 300 000 ცალი უფასო 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ნატახტარი.

მოგების ან გათამაშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ სპეციალურად გათამაშებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე - 2 550 700 ან მიაკითხოთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წერეთლის 87 ა, სს „ლომისის“ თბილისის ოფისი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100