კადრში შემთხვევით მოხვედრილი პენსიონერი მორალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვს
ავსტრიელი პენსიონერი გერმანული ტელეშოუს „ვარსკვლავების აკადემიის“ გადაღებისას კადრში შემთხვევით მოხვდა. მოგვიანებით კი მას ჟიურიმ საზოგადოდ დასცინა, ჟიურის წევრების კომენტარები ტელეარხამ საზოგადო განხილვის საგნად აქცია.
აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მამაკაცს მეგობრებმა და ახლობლებმა დაცინვა დაუწყეს. შედეგად კი პენსიონერს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. პენსიონერმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეარხს უჩივლა. ეს უკანასკნელი მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 21 ათას ევროს ითხოვს.
აღნიშნული ინცინდენტი 2010 წელს დაფიქსირდა. პენსიონერი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, სადაც „ვარსკვლავების აკადემიის“ შესარჩევი ტური მიმდინარეობდა, 65 წლის მამაკაცი კი კადრში სრულებით შემთხვევით მოხვდა.
ტელეშოუს პროდუსერებმა ამ შემთხვევის ხუმრობად ქცევა გადაწყვიტეს. მათ პენსიონერის კადრს მძიმე მეტალის მუსიკა დაადეს და მიაწერეს „მონსტრი ჯურღმულიდან“. მოგვიანებით ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მამაკაცის ფიგურა ლუდის ბოთლს შეადარა. მართალია ტელეარხმა პენსიონერის ვინაობის დამალვის მიზნით მისი სახე შავი ფონით დაფარა, მაგრამ ახლობლებმა ჰერბერტის ამოცნობა მაინც შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ ჰერბერტს ტელეარხმა 9 ათასი ევრო უკვე გადაუხადა, მაგრამ მოხუცი დამატებით კომპენსაციას კვლავ ელის.
კომენტარი