ახალშობილი, რომელსაც „მედვედევ დიმიტრი ანატოლევიჩი“ დაარქვეს
მოსკოვში დაიბადა გოგონა, რომელსაც მშობლებმა მედმია დაარქვეს, მედვედევის საპატივცემულოდ.
მედმია რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის სახელისა და გვარის აბრევიატურა გახლავთ.
„ჩვენ დიდხანს ვფიქრობდით ჩვენი გოგონას სახელზე. საბოლოოდ კი არჩევანი მედმიაზე შევაჩერეთ, ანუ „მედვედევ დიმიტრი ანატოლევიჩზე“. ჩვენ ჩვენი პატარას სახელი ძალიან მოგვწონს. ამ სახელით სურვილიც ავისრულეთ და ბატონი მედვედევისადმი უაღრესი პატივისცემაც გამოვხატეთ“. - აღნიშნავენ მედმიას მშობლები.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მოხელეების საპატივცემულოდ შვილებისთვის სახელების დარქმევა საბჭოთა კავშირში იყო პოპულარული.
არც პუტინი მივიწყებიათ რუს მშობლებს, საპრეზიდენტო ვადის პირველ წლებში, მოსკოვში ახალშობილ გოგონას მშობლებმა „ვლაპუნალი“ დაარქვეს, რაც შემდეგს გულისხმობს: „ვლადიმირ პუტინი - ჩვენი ლიდერი“.
კომენტარი