გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე - მედიამენეჯერების ერთობლივი განცხადება
გომელაურმა და ღარიბაშვილმა ნადირობის სეზონი გახსნეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე - მედიამენეჯერების ერთობლივი განცხადება დღეს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე და მოძალადეების თავდასხმებზე.
"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" დირექტორებმა ერთობლივი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, ჩვენ თვითონ დავიცვათ ჟურნალისტები. მათი სიცოცხლე არ არის დაცული - ამბობს ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი.
საშიში პროცესი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას. ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობას - ამბობს "ფორმულას" ხელმძღვანელი, ზუკა გუმბარიძე
მედიამენეჯერები ყველაფერზე პასუხისმგებლობას აკისრებენ ხელისუფლებას და პირველ რიგში პრემიერს, რომელმაც მათი შეფასებით დღევანდელ ძალადობა წაახალისა. ხელისუფლების გარდა, მედიამენეჯერების თქმით, პასუხისმგებელია საპატრიარქო.
საქართველოს ხელისუფლება არ, ან ვერ ასრულებს საკუთარ პოზიტიურ ვალდებულებას დაიცვას მოქალაქეები დამნაშვეებისგან, რომლებიც ემუქრებიან ადამიანებს სიცოცხლის მოსპობით;
ჩვენ ჟურნალისტებს აქვთ მიღებული მნიშვნელოვანი დაზიანებები..; ამბობს ნიკა გვარამია.
"მთავარი არხის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ აიღო პასუხისმგებლობა აღნიშნულზე, ხოლო პოლიცია მოქმედებს შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არა პრევენციულად. გარდა ამისა, მათი რაოდენობა საკმარისი არაა.
ნიკა გვარამიას თქმით, მოძალადეები თავს ესხმიან ყველა მედიასაშუალებას და არა მხოლოდ კრიტიკულს. მან სოლიდარობა გამოუცხადა რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, პალიტრას და ყველა იმ მედიას, ვისი ჟურნალისტიც დღეს მოძალადეებმა სცემეს.
"მოცემულობა არის იმგვარი, რომ არავითარი დაცვის გარანტია არ არსებობს, საფრთხე ექმნება ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მე არავის არ მოვუწოდებ და არც ვთხოვ უკან დახევისკენ, ვთხოვ იმის გათვალისწინებას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სიცოცხლე და ჯანმრთელობა" ამბობს ნიკა გვარამია.
მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, ვერ და არ იქნება დაცული ადამიანების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ნიკა გვარამიას მმართველ უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯომარეს მოუწოდებს, შეაფასოს პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომლმაც მისივე თქმით, წაახალისა ძალადობა.
ღარიბაშვილმა წაახალისა მოძალადეები და პოლიტიკურ სპეკულაციებს მიჰყო ხელი და საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა მოძალადეები, რაც არის სირცხვილი - ამბობს ნიკა გვარამია.
მედიამანეჯერები დიპლომატებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, ჩაერთონ უფრო აქტიურად და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია იმ ყველაფერზე, რაც დრეს თბილისში ხდება.
კომენტარი