სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტოვებს თუ არა ქვეყანას „კაწრო“? - აი, რას ამბობს ბილანიშვილის ადვოკატი

ადვოკატი თამარ აბესაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) ქვეყნის დატოვებას გეგმავს.

ამის შესახებ პოსტი ადვოკატმა საკუთარ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ავთო ბილანიშვილს (კაწრო) არანაირი შემხებლობა არ ჰქონია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებთან.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. სკანდალურ კადრებში თეთრპერანგიანი მამაკაცი კაწრო არ აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაასკვნა, რომ ბატონმა გვარამიამ გაავრცელა არაზუსტი და შესაბამისად, ტყუილი ინფორმაცია ბილანიშვილის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ტყუილი აღმოჩნდა ასევე „მთავარი არხის“ ინფორმაცია, თითქოს კაწრო იმყოფებოდა დაჩი ბუაძის ქორწილში… რომ ვინმე პოლიციელი არის ავთოს ნათესავი და მფარველი…..

და კიდევ ბევრი მოკლეფეხება ტყუილის მიუხედავად, კვლავაც მიზანმიმართულად ავრცელებენ მორიგ სისულელეს, რომ თითქოს ავთო ბილანიშვილი ქვეყნის დატოვებას გეგმავს, თუ უკვე დატოვაო…

ხაზგასმით ვამბობ, რომ ავთო ბილანიშვილი არის საკუთარ ოჯახთან ერთად საქართველოში, არსად წასვლას არ აპირებს და არც გასაქცევად აქვს საქმე…

ერთი ადამიანის შესახებ ამდენი აბსურდი და დეზინფორმაცია უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება ე.წ. დამოუკიდებელი მედიის და „გამომძიებელი“ ჟურნალისტების მხრიდან.

თუ იძიებთ, რეალობა გამოძიეთ ბატონებო და ქალბატონებო, სიმართლე გაარკვიეთ და ნუ ეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში. სირცხვილია, უკიდურესი სირცხვილია!!!“ – წერს ადვოკატი თამარ აბესაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100