"სიძე იძახდა, სად დავწვე ახლა მეო?!" - გურიაში ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ სიძე-პატარძალი საწოლის გარეშე დარჩა
ქურდობა მამათში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.
როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.
ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი.
მომხდარის შესახებ "გურიის მოამბეს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: "მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუყანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში"-გვიყვება მეზობელი
კომენტარი