ალკოჰოლი ქალისა და მამაკაცის ტვინზე სხვადასხვანაირად მოქმედებს
ევროპელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის საფუძველზე დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ალკოჰოლი ტვინის მუშაობას საგრძნობლად აფერხებს. მას შეუძლია ადამიანის ინტელექტუალური მონაცემები დაწიოს, ასევე მოქმედებს მეხსიერებაზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს, თუმცა ეს ყველას თანაბრად არ ეხება. საქმე იმაშია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედება ქალსა და მამაკაცზე განსხვავებულად მოქმედებს. გარკვეული ექპერიმენტების შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს ის, რომ სასმელი ორ განსხვავებულ სქესს ერთმანეთისგან განსხვავებულ ზიანს აყენებს.
კვლევების თანახმად, გაირკვა ის, რომ ალკოჰოლისგან მამაკაცის რეცეპტორებს უფრო მეტი ზიანი ადგება, ვიდრე ქალისას. აქედან გამომდინარე ცხადი გახდა ის, თუ რატომაა მამაკაცის ალკოჰოლიზმისგან გაცილებით მარტივი განკურნება ვიდრე ქალის. არის მეორე მიზეზიც - რაც უფრო მსუბუქად და შენელებულად მუშაობს მამაკაცის ტვინი, ის ფიზიკურად უფრო ძლიერი ხდება, შესაბამისად გამოყოფს ნებისყოფას, დაძლიოს ალკოჰოლისადმი მიდრეკილება.
კომენტარი