სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნუ კიცხავთ ბავშვებს“ - ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის რეალისტური პოსტი, რომელიც გულს გატკენთ

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.

„ნუ კიცხავთ ბავშვებს. არ შეგვიქმნია მათთვის ის ატმოსფერო, მათზე სიცილის უფლება რომ მოგვეპოვებინა.

ბავშვებს ყველა პრობლემა უფროსების გამო ექმნებათ და ზრდასრულობამდე იძულებული არიან ჩვენი შექმნილი გარემოს მსხვერპლი იყვნენ, ზრდასრულობაში კი შეუიარაღებელი აღმოჩნდებიან საიმისოდ, რომ უკეთესი ფსიქოლოგიური ველი თვითონვე შექმნან.

ყველა მაგალითი ჩვენ მივეცით, რუსეთის მიმართ კუდის ქიცინით, გაუნათლებლობის მხარდაჭერით, იდეალების არქონით, კონფორმიზმით, ყველა ბოროტების მიმართ მორჩილებით, ერთმანეთის მიმართ აგრესიით და დაუნდობლობით, ჩვენი დაღლილობით და ნევროტულობით, მხოლოდ ვიწრო წრისთვის არსებული ომებით და მათ პარალელურად საზოგადოების უდარდელობით, გულგრილობით და ქეიფით.

ჩვენ ვერ გავარჩიეთ ფასეული უფასურისგან, ვერ მოვითხოვეთ კომპეტენტურობა და ვერ ჩამოვაყალიბეთ მათი მომავლისთვის სასურველი გარემო.

ჩვენ გავექეცით ცხოვრებას ნარკოტიკებში და დეპრესიაში, დღევანდელი კვერცხის დევნაში. ახლა კი იმის ნაცვლად, მეტი ძალით ვცდილობდეთ რეალური გზების ძიებას, როგორ შევუქმნათ ქვეყნის დონეზე მათ უკეთესი პერსპექტივა, კედლიდან კედელზე დაგვაქვს ვიდეოდასტური, თურმე რა უვიცი თაობა გვეზრდება და ვგესლავთ ისედაც ჩვენს გესლში მოწამლულ ბავშვებს.

ბოდიშს გიხდით ბავშვებო ყველაფრისთვის.“ - წერს ფანჯიკიძე პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100