ქმარი მოკლა და გვამი ძაღლს აჭამა
მაიორკაზე რუსმა ქალმა თავისი გერმანელი ქმარი მოკლა და გვამი ძაღლს აჭამა. პოლიციამ დამნაშავე სბეტლანა ბ. უკვე დააკავა.
დაპატიმრებისას მკვლელი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სახლში აღმოაჩინეს გარდაცვლილის სხეულის ნაწილებიც.
როგორც ცნობილია მსხვერპლი მოხუცი პენსიონერი იყო, რომელიც სვეტლანამ ჯერ წამლებით გათიშა, შემდეგ დანით რამდენინმე ჭრილობა მიაყენა, ბოლოს კი ამერიკულ სტაფორდშირსკულ ტერიერს მისი გვამი აჭამა.
წყვილი 2016 წლის იანვარში დაქორწინდა, რის შემდეგაც კაცმა მძიმე ოპერაცია გადაიტანა რის გამოც საუბარიც კი გაჭირვებით შეეძლო.
აღსანიშნავია, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მკვლელმა საკუთარი მსხვერპლის გვამი ძაღლის დახმარებით მოიშორა თავიდან. 2012 წელს ფეხბურთელმა ბრუნო სოუზამ მისგან დაორსულების გამო ქალს იგივე მეთოდით დასაჯა.
კომენტარი