სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში წავიდა

ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი საბურთალოს რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად იყრის კენჭს. ელისაშვილი გადაცემა "ბარიერის" მაყურებლებს გუშინ დაემშვიდობა და განაცხადა, რომ საზოგადოების წინაშე ახალი ამპლუით წარსდგება.

"დღეს მე ამით გემშვიდობებით, "კავკასიაში" წამყვანად ვეღარ მიხილავთ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, გადავწყვიტე, სხვა ამპლუით წარვსდგე საზოგადოების წინაშე. რამდენიმე დღეში უფრო წვრილად ვიტყვი, რას, როგორ, რანაირად ვაპირებ. ვაპირებ, ჩავერთო თვითმმართველობის არჩევნებში, ხოლო როგორ და რა ფორმით, დეტალურად რამდენიმე დღეში ვისაუბრებ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, შეწყალების კომისიაში რჩება.

ტელეკომპანია "კავკასიის" ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში საბურთალოს რაიონში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100