სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში საბჭოთა ჯარისკაცების მიერ ჩადენილ ძალადობაზე წიგნი გამოვიდა

გერმანიაში გამოვიდა წიგნი, სადაც აღწერილია საბჭოთა ჯარისკაცების ძალადობის ფაქტები ოკუპირებულ გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. საუბარია გერმანელი გოგონების მასობრივ გაუპატიურებებზე, რამაც იმდენად საგანგაშო ხასიათი მიიღო, რომ ვატიკანმა ძალადობის ზოგიერ მსხვერპლს აბორტის ნებაც დართო.

წიგნის ავტორს, 80 წლის გაბრიელა კეპს ეყო გამბედაობა, რომ წიგნისთვის „რატომ არ მქონდა სექსი“ - თავისი ნამდვილი სახელი და გვარი დაეწერა. ამ წიგნის გამოქვეყნებით მან მარავალწლიანი ტაბუ დაარღვია. მანამდე ამ თემაზე მხოლოდ ერთიწიგნი არსებობდა: „ქალი ბერლინში“, რომლის ავტორმაც  ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.

ჟურნალისტებთან საუბარში გაბრიელა კეპი ამბობს, რომ იმ დროს გადატანილ კოშმარებს ბოლო დრომდე ხედავს ძილში და რომ მას შემდეგ არც ერთხელ არ ჰქონია სექსუალური ურთიერთობა მამაკაცთან. მისი თქმით, საბჭოთა ჯარისკაცების მიერ წარმოთქმული ფრაზა: „ფრაუ, კომ!“ მაშინ ბევრი გერმანელი ქალისთვის იყო საშინელების მომასწავებელი. კეპი ამბობს, რომ უბრალოდ, ვალდებული იყო, იმდროინდელ მსხვერპლთა განცდებზე დაეწერა. წიგნის ავტორი მეორე მდოფლიო ომის დასრულების დროს 15 წლის გახლდათ.

ექსპერტების მონაცემებით, ბერლინში 1945 წელს  9-დან 90 წლამდე ასაკის თითოეული მსხვერპლი, მინიმუმ, 12-ჯერ გააუპატიურეს. ამასთან, 80-დან 90 წლამდე ასაკის არაერთი ქალისთვის ძალადობის აქტი სასიკვდილო აღმოჩნდა.

თვითონ წიგნის ავტორი იხსენებს, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ოთხჯერ გააუპატიურეს. კეპი წერს, რომ ახსოვს ხანშიშესული ქალი, რომელმაც ის საბჭოთა ჯარისკაცებს გადასცა. „სად არის პატარა გაბი?“- ამ სიტყვებით ეძებდა ქალი მას ოთახებში და რამდენჯერმე მაგიდის ქვეშ დამალულიც გამოათრია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება დღემდე უარყოფს ბერლინში საბჭოთა ჯარისკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობის ფაქტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100