სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თსუ-ს ფანჯრიდან გოგონა გადმოვარდა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ გოგონას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

წინასწარი ინფორმაციით, გოგონას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა არა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. თსუ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ინციდენტიდან რამდენიმე წუთში უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფო სამედიცინო სამსახური გამოიძახეს და გოგონა დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როგორც კი მომხდარის შესახებ გახდა ცნობილი, უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურმა მაშინვე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მიმართა პოლიციას, სასწრაფოს მოსვლამდე კი პირველადი დახმარება სტუდენტს უნივერსიტეტის ექიმმა აღმოუჩინა", – აცხადებენ უნივერსიტეტის პრესსამსახურში.

რა გახდა გოგონას გადმოვარდნის მიზეზი, ჯერ–ჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100