
Uk Bridge-ის სასტიპენდიო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის
თიბისი კონცეპტის და UK Bridge-ის პარტნიორობის ფარგლებში,18 ნოემბერს, 13:00 საათზე, გიწვევთ აშშ-ს სკოლებში სასტიპენდიო პროგრამის - “3 A
Scholarship Model” საინფორმაციო შეხვედრაზე.
სასტიპენდიო პროგრამის შეხვედრას, რომელსაც თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე უმასპინძლებს, განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და სკოლების წარმომადგენლებისთვის.
3A Scholarship Model სასტიპენდიო პროგრამაა 13-17 წლის მოზარდებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს ქართველ მოსწავლეებს, განათლება მიიღონ კერძო ამერიკულ სკოლებში* და ისარგებლონ 80%-მდე დაფინანსების შესაძლებლობით. სტიპენდია ფარავს სწავლის, კვების და საცხოვრებლის ხარჯებს.
პროგრამაში არსებული სკოლები*: Maumee Valley, Rabun Gap-Nacoochee
School და Perkiomen
School.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დასწრება შეზღუდულია და ღონისძიებაზე დასასწრებად დარეგისტრირდეთ 10 ნოემბრამდე შემდეგ ბმულზე
10-18 ნოემბრის პერიოდში, UK Bridge-ის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან დარეგისტრირებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მოამზადებენ 18 ნოემბრის შეხვედრისთვის.
კომენტარი