სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეტირება ემოციებისგან..." - გურამ შეოზიას ახალი კლიპი (ვიდეო)

გურამ შეროზიამ ახალი კლიპი გადაიღო, სიმღერაზე ლამაზი. როგორც ბლოგერი ამბობს, კლიპის ნახვისას მას ხშირად ეტირება ემოციებისგან:
"კლიპი სიმღერაზე "ლამაზი!" დიახ, ჩვენ ყველანი ლამაზები ვართ, განურჩევლად კანისა თუ თვალის ფერისა, სიმაღლისა, წონისა, ა.შ.
შეზღუდული შესაძლებლობებიც არ არსებობს, მთავარია მოტივაცია და ბედნიერებისკენ სწრაფვა და ყველაფერი მიღწევადია!
ბევრჯერ ვუყურე ამ კლიპს და სულ სხვადასხვანაირ ემოციას იწვევს, ხან ბედნიერებით მავსებს, ხან მეტირება ემოციებისგან, ხან მოტივაციას მიათმაგებს, ხან მეცეკვება და ცხოვრება მიხარია, ხან მსუბუქი სევდა შემომიტევს, ხან ბევრ რამეზე მაფიქრებს, ხან ყველაფერი ერთად!
არ დაგავიწყდეთ დაკომენტარება აქაც და ვიდეოზეც, ერთი სული მაქვს თქვენი შეფასებები მოვისმინო და თან ვღელავ, რამდენად შევძელით გუნდმა ჩვენი ემოციების და სათქმელის თქვენამდე სწორად მოტანა!
და ჰო, ვიმეორებ: ლამაზები ვართ, რაც არ უნდა თქვან სხვებმა!" - წერს გურამ შეროზია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100