მსოფლიოში ვაქცინირებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინირებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რიცხვს გადააჭარბა. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი წერს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 66 ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა 104 მილიონ ადამიანს გაუკეთდა. პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც ვაქცინაცია უკვე 33,7 მილიონმა ადამიანმა გაიარა.
რაც შეეხება ინფიცირებულთა რიცხვს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის კორონავირუსის 103 877 370 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი