დოლარი თავის გადარჩენას ცდილობს
მსოფლიო ეკონომიკის ექსპერტები და სახელმწიფოს ლიდერები, კარგა ხანია, ალაპარაკდნენ ახალი ვალუტის შემოღების თემაზე.
მაშინ, როდესაც ყველა ექსპერტი მხარს უჭერს ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტის შემოღებას, რომელმაც დოლარი უნდა შეცვალოს, აშშ ამის წინააღმდეგ გამოდის. თეთრი სახლის ლიდერი, ბარაქ ობამა ირწმუნება, რომ დოლარის პოზიციები მყარია და ამერიკული ეკონომიკის სტაბილურობა ზრდას განაგრძობს.
ობამას ეს განცხადება, რომ შიშის ფონზეა გაკეთებული (დოლარი შესაძლოა სრულად ჩაანაცვლოს ახალმა ვალუტამ) ამაერიკის პრეზიდენტის განცხადებაც ადასტურებს. ამერიკის საგარეო ვალი 14 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ეს პოზიტიურად ნამდვილად არ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ექსპერტების აზრით, ვაშინგტონის ვარაუდი და იმის შიში, რომ ახალი ვალუტა დოლარს ლიდერის პოზიციებს ჩამოართმევს, უსაფუძვლო სულაც არ არის, უფრო მეტიც, ის აშშ-ს ლიდერის პოზიციებს დააკარგვინებს. ამერიკელები, ეროვნული ვალუტის გადარჩენას განცხადებების გაკეთებით ცდილობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ დოლარი გამორიცხულია სრულად ჩაანაცვლოს რომელიმე ვალუტამ. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერთა განცხადებების ადრესატები, ინვესტორები არიან, რომლებსაც ოფიციალური ვაშინგტონი არწმუნებს, რომ დოლარი პოზიციებს იმყარებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი საერთაშორისო ვალუტის შექმნის ინიციატივით, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გამოვიდა.
ჩინელი ფინანსისტის აზრით, ახალი ვალუტის შექმნა სპეციალური სამართლის სესხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალურ ბაზაზეა შესაძლებელი. შედარებით ადრე ახალი ვალუტის შექმნის აუცილებლობაზე, განცხადება რუსეთმა და ყაზახეთმა გააკეთეს. ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ახალი ვალუტის ემიტენტი შესაძლოა სხვა ფინანსური ინსტიტუტიც გახდეს, მათ შორის ამ მიზნისათვის შექმნილიც.
„ახლა საერთაშორისო ვალუტის ფუნქციებს ამერიკული დოლარი ასრულებს, რაც დღემდე ბევრს აწყობდა, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დიდი ეკონომიკა აქვს“, - განაცხადა Deutsche UFG Capital Management -ის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ალექსეი ილიუხინმა. ,,ამავდროულად ამერიკული დოლარის ალტერნატივის გამოჩენას, უნდა გამოეწვია კიდეც აშშ-ს კრიტიკა, რადგან ეს ქვეყნებიდან სერიოზული ინვესტიციების უკან გამოტანას გამოიწვევს და გაართულებს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს“ –თვლის ილიუხინი.
კომენტარი