სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკავებული დემონსტრანტები ნაცემები არიან - ადვოკატები

მშვიდობიან აქციაზე დაკავებულების ადვოკატები, რომლებმაც იზოლატორში მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულეს, ამბობენ, რომ დემონსტრანტებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ.

ინტერესების დამცველი, ლაშა ტყეშელაძე კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, როდესაც მისი თქმით, ერთ-ერთი სამართალდამცველი აქციის მონაწილეს, რომელიც უკვე დაკავებული ჰყავდათ და პოლიციის ავტომობილში იმყოფებოდა, ფიზიკურად გაუსწორდა.

4 ადამიანი მოვინახულე ამ ეტაპზე. ეს ადამიანები არიან ნაცემები, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ. მე შემიძლია, მაგალითად, ქავთარაძის ამბავი მოვყვე. ეს ადამიანი როდესაც დააკავეს და ჩასვეს ავტომანქანაში, მივვარდა ერთ-ერთი პოლიციელი და უკვე ავტომანქანაში როდესაც იჯდა, მაშინ დაარტყა ხელი თვალის მიდამოში და „ხომ მაინც დაგაკავეო“. ასეთ ძალადობებზეა დღეს შსს აწყობილი. სხვა დაკავებულებიც ამბობენ და სხვა ადვოკატებიც, რომ ამ ადამიანებზე ფიზიკურად იძალადეს, - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

ის, რომ დაკავებული აქციის მონაწილეები ნაცემები არიან, ადვოკატი ნესტან ლონდარიძეც ადასტურებს.

მე ვინახულე ორი დაკავებული. ორივე მათგანთან მიმართებაში ფიქსირდება გადამეტებული ძალის გამოყენება. რა თქმა უნდა, აღიშნულ შემთხვევებზე ჩვენ მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დაზიანებები აქვს მიყენებული როგორც დაკავების დროს, ასევე იყო შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ავტომანქანაში ყოფნის დროს იძალადეს მასზე ფიზიკურად. დაზიანებები სხვადასხვა ადგილას აქვს, არის სახეში, როდესაც სახეში ხდება გარტყმა და უშუალოდ კვალიც ამჩნევიათ და ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას. პირბადით არიან სამართალდამცველები, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი მათ არ აქვთ ანუ სანომრე ნიშნები არ აქვთ გამოყენებული, - ამბოს ლონდარიძე.

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100