თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გაიმართება
BTU - ბიზნესისა
და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და IT აკადემია
STEP-ის ორგანიზებით საქართველოში Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კონკურსი
გაიმართება. პროექტის გენერალური მხარდამჭერია თიბისი.
Adobe-ის სერტიფიცირებულ
პროფესიონალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ზაფხულში, აშშ-ში, კერძოდ ფლორიდაში ჩატარდება და
მასში მონაწილეობას, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ახალგაზრდები სრული დაფინანსებით
მიიღებენ. აღნიშნულ ჩემპიონატში დიზაინერები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთვებიან.
Adobe
Certified Professional World Championship, არის გლობალური შეჯიბრი, რომელიც
Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების
მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა.
მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წლის 30 ივლისიდან – 2 აგვისტომდე, აშშ-ში, ფლორიდის შტატში,
ქალაქ ორლანდოში, მსოფლიო ჩემპიონის გამოსავლენად, ყველა რეგიონულ ჩემპიონს მოუყრის
თავს - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.
მონაწილეები დავალების
შესასრულებლად გამოიყენებენ Adobe Photoshop-ს, Adobe Illustrator-ს და Adobe
InDesign-ს (ან მათ მიერ არჩეულ კომბინაციას).
მონაწილეობის მიღება
შეუძლიათ 13-დან 22 წლამდე ასაკის, დიზაინით დაინტერესებულ პირებს, რომლებიც, 2023
წლის 12 მაისამდე ჩააბარებენ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე სასერტიფიკატო გამოცდას:
●
Adobe Certified Professional Visual Communication - Adobe
Photoshop-ის გამოყენებით;
●
Adobe Certified Professional in Graphic Design & Illustration
- Adobe Illustrator-ის გამოყენებით.
აშშ-ში, გამარჯვებულებს
გადაეცემათ ჩემპიონის მედლები და სერტიფიკატები, ასევე დასაჩუქრდებიან ფულადი პრემიით:
I ადგილი - 8000 აშშ დოლარი, II ადგილი - 4000 აშშ დოლარი, III ადგილი - 2000 აშშ დოლარი.
დამატებითი დეტალები
იხილეთ www.creathon.ge
პროექტის გენერალური
მხარდამჭერია თიბისი.
პროექტის პარტნიორები
არიან GITA, ACAG, Marketer.
პროექტის ტექნოლოგიური პარტნიორია Lenovo.
კომენტარი