როგორი ქალები მოსწონს და შეყვარებულია თუ არა "მერაბ დარჩია"? - "დრონი.ჯი"-ს ინტერვიუ ზურა ნიჟარაძესთან
უკვე მეთორმეტე სეზონია არც აქტუალურობას და არც რეიტინგს არ კარგავს. ეკრანზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და საქართველოში ყველაზე პოპულარულ სერიალად იქცა. ბავშვობის მეგობრებსა და მათ ირგვლივ განვითარებული მოვლენებს მაყურებელი ყოველ კვირა ადევნებს თვალს. „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირები ყველამ შეიყვარა და თანდათან ხალხი მათი რეალური ცხოვრებითაც დაინტერესდა. „დრონი.ჯი“-მ გადაწყვიტა მკითხველისთვის უფრო ახლოს სერიალის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი, მერაბ დარჩია ანუ მსახიობი ზურა ნიჟარაძე გაეცნო:
ასაკი - 35
ჰობი - მოგზაურობა
საყვარელი საჭმელი - ჩაქაფული
საყვარელი სასმელი - ღვინო
რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი - საქართველოში
როგორი გართობა მოგწონს - გააჩნია ხასიათს
როგორ რეაგირებ ჭორებზე - ისე ვცხოვრობ, რომ ჭორები ნაკლებად მქონდეს. არ ვაქცევ ყურადღებას
ბოლო ჭორი შენს შესახებ - ჩემს მეგობართან რომანზე მოიგონეს. ისეთ ახლობელზე, რომ ვერ წარმოიდგენ ვერაფერს
ორი სიტყვით დაახასიათე შენი თავი - რთულია საკუთარ თავზე საუბარი, არ ვიცი
ადამიანში გაღიზიანებს - უზრდელობა და ამპარტავნება
რისი გეშინია - ღმერთის
ბოლოს როდის იტირე - სამი დღის წინ
რის გამო შეგრცხვენია - სასირცხვო საქმეებს არ ჩავდივარ, ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე არ მრცხვენია ხოლმე. სხვას შეიძლება ვხედავდე, იმის ადგილას წარმოვიდგინო თავი და მრცხვენოდეს
ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს - გადაგვარებული ქელეხი
ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში - მამაჩემის გარდაცვალების დღე
ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით - რა თქმა უნდა, არა
ყველაზე ახლო ადამიანები - ჩემი ოჯახი და სამეგობრო
პირველი კოცნა - არ იყო სასიამოვნი, 15 წლის ვიყავი
ხარ თუ არა შეყვარებული ახლა - სიგიჟემდე
სიყვარული თუ სექსი - ორივე ერთად, იმიტომ რომ ეს ჯაჭვური რეაქციაა
ქართველი სექსუალური ქალები - სხვებს რომ არ ეწყინოთ არ დავასახელებ
ფიზიკურად როგორი ქალები მოგწონს - სტერეოტიპი არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ გამხდარი ქალები არ მომწონს. უფრო დიდ მკერდიანი ქალები მომწონს, ვნებიანი გამოხედვა რომ აქვთ
თვისებები, რომელიც სასურველ ქალს უნდა ჰქონდეს - კეთილი და თავისი საქმის პროფესიონალი
უახლოესი გეგმები - ვაპირებ კინოინდუსტრიაში და ტელევიზიაში უფრო აქტიურად ვიყო.
კომენტარი