სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას გვთავაზობს „შემოქმედებითი ევროპა“- პრეზენტაცია ბათუმში

2016 წლის 3 ივნისს, 14:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ პრეზენტაცია.

ევროკავშირის პროგრამა "შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნაში.

პროგრამა, რომელშიც საქართველო 2015 წლიდან ჩაერთო, 2020 წლამდე არის გათვლილი და მისი ბიუჯეტი სულ 1,46 მილიარდ ევროს შეადგენს.

პრეზენტაციას გამართავენ ლიტვის „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი ეგლე დელტუვაიტე და საქართველოში „შემოქმედებითი ევროპის“ დესკის კულტურის ქვეპროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან შენგელია. შეხვედრის ფარგლებში განიხილება საგრანტო პირობები, პრიორიტეტები და ფინანსური მექანიზმები. ლიტველი ექსპერტი გაგვიზიარებს წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილებებს და განიხილავს საგრანტო წინადადების იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც პროექტის წარმატების წინაპირობაა.

პრეზენტაცია ჩატარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100