
ცუნამისა და მიწისძვრის შემდეგ ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო - ინდონეზიას კიდევ ერთი სტიქია უტევს
ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე, სადაც 28 სექტემბერს ცუნამს 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, ვულკანმა სოპუტანმა გაიღვიძა. კუნძულზე ევაკუაცია ჯერ არ გამოცხადებულა, ადგილობრივ მცხოვრებლებს ურჩიეს ვულკანს 2 კილომეტრის რადიუსზე არ მიუახლოვდნენ. ინდონეზიის მთავრობამ ავიაცია გააფრთხილა, რომ ფერფლის ამოფრქვევის გამო ამ ტერიტორიასთან ახლოს ფრენებისაგან თავი შეიკაონ.
კომენტარი