სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეჟისორი თემურ ბაბლუანი 20 მარტს 64 წლის ხდება

რეჟისორი თემურ ბაბლუანი 20 მარტს 64 წლის გახდება. თემურ ბაბლუანი 1948 წლის 20 მარტს დაიბადა ლენტეხის რაიონში. ცნობილმა რეჟისორმა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძის და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო. თემურ ბაბლუანი "ადამ და "ევას" სამხატვრო ხელმძღვანელია. მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი და პრემია: შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია, სოჭში გამართული კინოფესტივალის მთავარი პრიზი, მოსკოვის ფესტივალზე "გრან-პრი" აიღო, ასევე "ვერცხლის დათვი" ბერლინის რიგით 43-ე კინოფესტივალზე.

თემურ ბაბლუანი სცენარის ავტორი და რეჟისორია საქართველოში გადაღებული ფილმებისა: "უძინართა მზე", "ძმა", "ბეღურების გადაფრენა". ის ათეული წლებია, რაც ოჯახთან ერთად, საფრანგეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისმა ახალმა ფილმებმა საერთაშორისო აღიარება არაერთგზის მოიპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100