სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„3 კვირაში, სავარაუდოდ, ომის აქტიური ფაზა დასრულდება“ - ალექსეი არესტოვიჩი

„უკრაინაში ომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, 3 კვირაში დასრულდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. „სამ კვირაში, ომის აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, დასრულდება. ეს მტრის ძალების ეფექტურობის შესუსტებას უკავშირდება. ამასთან, იმ ადგილებში, სადაც მტერი დგას, ოკუპანტები ძალების ოპტიმიზაციას და გამაგრებას შეეცდება, აქედან გამომდინარე, მტერი იმ ადგილებიდან უნდა გავდევნოთ. საყურადღებოა ის ინფორმაციაც, რომ კიევსა და სხვა ქალაქებში, რუსი დივერსანტების გადასხმა იგეგმება. ჩვენმა ბიჭებმა კონტროლი გააძლიერეს, მტერი ამ კუთხითაც ვერ მიაღწევს წარმატებას. მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ, მაროდიორობის ფაქტები. კიევის მიმდებარე ქალაქებში, დამპყრობლები, სისტემატურად აუპატიურებენ ადამიანებს და ბავშვებს კლავენ. სამი დღის წინ, ბალაკლეიდან იზიუმის მიმართულებით, სამი მანქანა მოძრაობდა, მანქანაში ბავშვები ისხდნენ, რუსებმა გააჩერეს, გამოჰკითხეს, გაატარეს და ცეცხლი გაუხსნეს“, - აცხადებს არესტოვიჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100