სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მაგრად მკიდია რამდენი სანთელია ტორტზე

დღეს ნანუკა ჟორჟოლიანის დაბადების დღეა და ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ტელეწამყვანი:

დღეს განსაკუთრებით დარაზულია ჩემი გვერდი. იმიტომ რომ ამ, ერთი კონკრეტული პოსტით, თავს ვუყრი ყველა მოლოცვას, ყველა სითბოს და სიყვარულს, რის გამოც მიხარია ეს დღე.

მიხარია რომ დავიბადე და იმედია ზუსტად ვიცი რა არის ჩემი როლი ამ პლანეტაზე. უფრო დიდი იმედი კი იმის მაქვს, რომ ამ როლს ბოლომდე შევასრულებ და დავალიანებით არ წავალ აქედან.

მადლობა ღმერთს, რომ ჯერ კიდევ მიხარია ჩემი დაბადების დღე და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მაგრად მკიდია რამდენი სანთელია ტორტზე. იმიტომ რომ რამდენი წლისაც არ უნდა ხდებოდეთ, ყველაფერი წინ გაქვთ, თუ სიცოცხლე გიხარიათ.

ჰოდა, ვულოცავ დაბადების დღეს საკუთარ თავს და წინასწარ, ყველას მადლობას გიხდით მოლოცვისთვის. ოღონდ სავალდებულო მადლობას კი არა, ნამდვილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100