„რაც დღეს მოხდა ჩემი ოჯახის მორიგი სიკვდილზე გაწირვა არის“- რუსუდან კერვალიშვილის შვილიშვილი განცხადებას ავრცელებს
რუსუდან კერვალიშვილის შვილიშვილი ზაზა ბერაძე, ბებიის დაკავების შემდეგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც დრონი ჯი უცვლელად გთავაზობთ:
საერთოდ ყველა ზღვარს გადახვედით !!!!!!!!!!!!!!! პირველ რიგში ყველას გთხოვთ, სიტუაციის სიმძიმის მიუხედავად, ეხლა სენტიმენტების და მოსამძიმრების დრო არ არის, ეხლა მოქმედების დროა. ჩემს ოჯახს ეხლა სხვანაირად გვჭირდებით. დღეს რუსო დაიჭირეს, ვახო გათიშულია, მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, მაია გულის დაავადებით და სიმსივნური წარმონაქმნით 10 თვეა ციხეშია, გუკაც მეათე თვეა დაჭერილია, უბრალოდ იმიტომ რომ უბრალოდ ამ ოჯახს წარმოადგენს!!!!!!!! იმაზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს, რამდეჯერ შევთავაზეთ ჩვენ ქონებაზე ყადაღის მოხსნა დროებით, რომ გავყიდოთ და ისევ მათი მეთვალყუერობის ქვეშ დაკმაყოფილდნენ დაზარალებულები.
ცნობისთვის - ბოლო მონაცემებით, ჩვენი არსებული, მაგრამ ''მიუწვდომელი'' ქონება აღემატება კლიენტებზე გადასაცემს, ბეეევრი ათასი კვადრატული მეტრით. განურჩევლად პოლიტიკური შეხედულების, აქ ყველა ნორმალური ადამანი მჯერა ხვდება, რომ ეს პროცესები საერთოდ ყველანაირ ზღვარს გადაცდა. რაც დღეს მოხდა იმის გარდა რომ ჩემი ოჯახის მორიგი სიკვდილზე გაწირვა არის, იმის გარდა რომ არც ერთი ( ! ) დაზარალებული არ დაუკმაყოფილებიათ არის უბრალოდ ყველას და ყველაფრის დაკიდება, გამოდის რომ, 2017 წელს, საქართველოში შეუძლიათ უბრალოდ აიღონ და ოჯახი ამოწყვიტონ.
ის კიარა მილიონიანი ქონება, რომელიც გირაოში გვედო - წაგვართვეს და აქედან რომ არც ერთ დაზარალებულს ლარი არ შეხვედრია მაგაზე საუბარიც არ არის. საერთოდ რა ევროპას გავხდით კიარა, ყველაფერი ვართ ევროპის გარდა. ეს მარაზმი როდემდე უნდა გაგძელდეს,ზუსტად 10 თვეა ვიკავებთ თავს ყოველგვარი აქციების მოწყობისგან და ყველა ისეთი ქმედებისგან რამაც შეიძლება სხვისი დრო წაიღოს, შემოვიფარგლებოდით manifest-ებით, რომელმაც რა შედეგი გამოიღო კი ხედავთ. ეს უკვე პოლიტიკას არ ეხება, ეს უკვე ადამიანობას და ცხოველობას შორის არის.
დღეს ჩემი ოჯახი გაიწირა, გამოდის რომ ინტერესის შემთვევაში ხვალ ნებისმიერ სხვას შეუძლია მოექცნენ ესე, ყველა ნორმას გადაცდენილია, მთელი ოჯახი ციხეში მყავს, ვინც არა რეანიმაციაში. თუ კიდევ არიან ადამიანები ვისაც დღემდე მოყვება ის აგორებული შავი პიარი, აი გეკითხებით თქვენ: ვისაც გგონიათ რომ მილიონები გვაქვს გადანახული, ამ სიტუაციაში რატომ არ ვაჩენთ? მეტი რაღა უნდა მოგვივიდეს? ყველა თუ დავიხოცეთ, რა, თან წავიღებთ კუბოებით? მოკლედ, ვისთანაც არ ბნელა - თქვენი თითოეულის ხმის ამოღება დღეს ჩვენთვის გადამწყვეტია. ადამიანების დახოცვის უფლება არავის აქვს. გპირდებით, ჩემი ოჯახი ადრე თუ გვიან თავის სიმართლეს დაამტკიცებს, საერთოდ ყველას გასცემს ისეთ პასუხს, როგორსაც იმსახურებენ. ვინმეზე თუ თითონ ვერ მოასწრებენ, მე ჩამოვივლი, არ დავიზარებ. იმედი მაქვს, ამ ჯოჯოხეთური სიზმრის დასრულებაში, მიიღებთ მონაწილეობას. მედროვეებს კიდე ისტორიულად, როგორც ყოველთვის ხდებოდა, რაღაც პერიოდში დრო გაიყოლებს. ალბათ ესეთი პატარა ბოროტი წარმონაქმნების სახელიც კი არავის ემახსოვრება. ძალიან ზედმეტი მოუვიდათ. ეხლა აღარ გავჩერდებით. მადლობა ყურადღებისთვის.
კომენტარი