სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BMW-მ მომავლის ელექტრო მობილი წარმოადგინა

29 ივლისს, ფრანკფურტის პრესკონფერენციაზე, კომპანია BMW-მ ორი ახალი მოდელის წარმოების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

კონცეპტუალური მოდელები, i3 და i8 ფართო საზოგადოებას ფრანკფურტის ავტოშოუს ფარგლებში წარუდგებიან. ახალი ბრენდის ფარგლებში, კომპანია ეკოლოგიურად სუფთა მოდელების გამოშვებას გეგმავს, რომლებიც საკმაოდ ეკონომიურებიც იქნებიან.

ახალი მოდელები ინდივიდუალურ პლატფორმებზეა აწყობილი და უსაფრთხო, გადამუშავებული მატერიალებისგანაა შექმნილი. კომპაქტური ელექტრო ჰეჩბეკის i3-ის კორპუსი ალუმინისგან არის დამზადეული. იგი აღჭურვილია 170 ცხენის ძალის მქონე ძრავით. 100კმ/სთ-ის განვითარება კი 8 წამში შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია.

კონცეპტი i8, ეს სპორტქარია 1.5 ლიტრიანი 220 ცხენის ძალის მქონე ძრავით. ავტომობილს 100 კმ/სთ-ის განვითარება 5 წამში შეუძლია. ამასთანავე, ყოველ 100 კილომეტრზე, ავტომობილი მხოლოდ 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ელექტრომობილის ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში, მას შეუჩერებლად 35 კილომეტრის გავლა შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100