სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულის გამოცდაზე ჩიხტიკოპით და ჩოხით უნდა წახვიდეთ-გენები მძლავრობს და მაღალი ქულა გარანტირებულია"

ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სულ ორი დღე დარჩა. ის ახალგაზრდები რომლებმაც გამოცდები შარშან, უკან მოიტოვეს – წლევანდელ აბიტურიენტებს ამხნევებენ და რჩევა-დარიგეგებსაც არ იშურებენ.

ამჯერად Aris.ge-განათლებამ გადაწყვიტა, მკითხველსა და აბიტურიენტებს სოც-რჩევები საგამოცდო დრესკოდთან დაკავშირებით გაუზიაროს.

მაშ ასე, მოეშვით, წაიკითხეთ და გამხიარულდით

-,,ბავშვებო ჩემს შეცდომას ნუ გაიმეორებთ, გამოცდაზე კოსტუმით ნუ წაბრძანდებით. დედაჩემს დავუჯერე: ,,აკადემიური ჩამცულობა უხდება გამოცდებოსო” და ისე დამცხა საგამოცდო ოთახში, რაც ვიცოდი ისიც დამავიწყდა, მხოლოდ კომფორტზე იფიქრეთ”- დათო 19 წლის.

– ,,გოგოებო ბანკეტის კაბებით მოდით რა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით – არა მართლა კი არ დამიჯეროთ, პირიქით, არავითარი ქუსლიანები! ახლაც მახსოვს იმ სიცხეში ჩემს წინ მჯდომმა გოგომ ფეხსაცმელები როგორ გაიხადა, მაგრამ შენიშვნა მიიღო და ისევ ჩააცვეს მისი ცოდვით დავიწვი,”- გოგა 18 წლის.

-,,ქართულის გამოცდაზე ჩიხტიკოპით და ჩოხით უნდა წახვიდეთ -გენები მძლავრობს და მაღალი ქულა გარანტირებულია , ”- ლანა 19 წლის.

-,,მაქსიმალურად კომფორტულად ჩაიცვით მეგობრებო. იმდენ რამეზე უნდა იფიქროთ, რომ ტანსაცმელმა დისკომფორტი არ უნდა შეგიქმნათ. შორტებიც არ არის პრობლემა და მოკლესახელოიანი მაისურები. სპორტულად წადით – კედებით. მეორე დღეს არავის ემახსოვრება თქვენ რა გეცვათ,”- ელენე 20 წლის.

– ,,დეკოლტეები და უმოკლესი შორტები არ იყოს… გახსოვდეთ ბიჭებიც ცოდოები არიან, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ,”- ალექსი 20 წლის.

– ,,თმებს ნუ შეიჭრით რა გამოცდებამდე, გაიშალეთ და უკან მჯდომს მოეფარეთ დაეხმარებით მასალის გადაწერაში J J J გეხუმრებით ბავშვებო, იქ ვინ გადაგაწერინებთ რამეს, თმები აიწიეთ გოგოებო, კოსა გაიკეთეთ – 45 გრადუს ვარაუდობენ ივლისის დასაწყისში,”- ნიკი 18 წლის.

Aris.ge -განათლება დაინტერესდა, აქვს თუ არა ჩაცმულობასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რაიმე სახის შეზღუდვა. თუმცა აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ წესდებაში არანაირი მითითება ან შეზღუდვა არ ფიქსირდება.

კიდევ ერთი დეტალი – გამომდინარე იქიდან, რომ საგამოცდო ცენტრები სხვადასხვა შენობაში იქნება გახსნილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს შენობების კონდიცირებას. როგორც გაირკვა, ბევრ ცენტრში გამოცდებზე კონდიციონერი არ იქნება. ამიტომაც Aris.ge- განათლებასაგამოცდო პროცესის გაშუქების გამოცდილებიდან გამომდინარე გირჩევთ, ჩაიცვათ გრილად და კომფორტულად, განწყობის ასამაღლებლად კი ის სამოსი გამოგადგებათ, რომელიც თქვენში დადებით განწყობას და ემოციას იწვევს.

ეკა არის© წივწივაძე

http://edu.aris.ge/news/aravitari-quslianebi-rogori-unda-iyos-ertiani-erovnuli-gamocdebis-dreskodi.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100