სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვერ გეტყვით, როგორ ითანამშრომლა თვითმკვლელი სამხედროს შვილმა პოლიციასთან - კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი

რა თქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ოქროს მოწმემ პოლიციასთან, ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერჯერობით ვერაფერს გაამხელენ.

ვერ გეტყვით, როგორ ითანამშრომლა დანაშავე სამხედროს შვილმა პოლიციასთან, გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებთ საქმის დეტალებზე. მიმდინარეობს გამოძიება", - თქვა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა.

საგარეჯოში ამ დრომდე გამოკითხვები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საზარელი შემთხვევა საგარეჯოში შუაღამეს მოხდა. ყოფილი სამხედრო საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 5 ადამიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100