მაკო გომური: წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით
გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
18 წლის მაკო გომური 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს.
„მოკლედ, წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები. პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა...“ - წერს მაკო გომური.
კომენტარი