"შობა ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია" - ნახეთ, რა ემოციურ ისტორიას ყვება ნუკი კოშკელიშვილი
ამერიკაში მცხოვრები ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურად საუბრობს თავის პირადსა და ოჯახზე.
ამჯერად ნუკიმ შობა-ახალ წელთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი მოვლენები გაიხსენა, რომელმაც მისი ცხოვრება ძირეულად შეცვალა:
"შობა და ახალი წელი, ჩემთვის ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულებია!!! მე გადავწყვიტე ბენის გასაცნობათ წამოსვლა სწორად შობას, მან ხელი მთხოვა ორი წლის შემდეგ ასევე შობას. რაღაცნაირად ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში ამ დღეებთან არის დაკავშირებული. წლები გადის და მე კვლავ მჯერა, რომ ამ პერიოდში სასწაულები ხდება.. და თუ ვინმე გიყვართ ფარულად, ახლა საუკეთესო დროა გაუმხილოთ თქვენი გრძნობები რჩეულს... მე თქვენ მიყვარხართ!!!" - წერს ნუკი ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
კომენტარი