სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქუჩის ბიჭების" წევრის პატარა ქალიშვილს უცნობმა ემიგრანტმა საჩუაქარი გამოუგზავნა

"ქუჩის ბიჭების" წევრის, ირაკლი ნოზაძის პატარა ქალიშვილს უცნობმა ემიგრანტმა საჩუაქარი გამოუგზავნა. ნიაკო უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვია, მისი ვიდეოები "ფეისბუქზე" დიდი პოპულაობით სარგებლობს. როგორც საჩუქართან დატანილ წერილშია ნათქვამი, პატარა გოგონა ემიგრანტებს ძალიან უყვართ. აი რას წერს ამაზე პიკასოს მეუღლე:

"სიტყვებით ალბათ შეუძლებელია იმ მადლიერების გამოხატვა, რასაც ამ წუთას ვგრძნობ. ჩვენთვის სტრულიად უცხო, საქართველოდან წასული ემიგრანტი ქალბატონი ნანა დვალიშვილისგან მივიღეთ ნიაკოსთვის გამოგზავნილი ამანათი. მისი პირველი მონაწერი ჩემს შვილზე, ცრემლების გარეშე უბრალოდ ვერ წავიკითხე. სიკეთით სავსეა თითოეული ემიგრანტი. ადამიანი, რომელიც დასვენების დღეების გარეშე მუშაობს თავის ქვეყნიდან შორს და იმდენს ახერხებს, რომ მისთვის უცხო გოგონას ამხელა სითბო და სიყვარული აჩუქოს ყველა ემიგრანტის სახელით- უნიკალური ადამიანია. ყველა ემიგრანტს ოჯახებში დაბრუნებას და უზრუნველ ცხოვრებას გისურვებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100