კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გამწვანების აქცია დააფინანსა
20 ნოემბერი, 2016 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გამწავნების ფართომასშტაბიან აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება AECOM-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 2500 ხე დაირგო. მათ შორისაა კედარი, ცაცხვი, კატალფა, დიადი ბოყვი და სამი სხვადასხვა სახეობის მუხა. ამათგან 150-მდე ხის დარგვა და 4 წლიანი მოვლა-პატრონობა კომპანია m2-მა დააფინანსა.
„გარემოზე ზრუნვა m2-ის სოაციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ სიმწვანე შეიტანოთ ყველგან, სადაც შენებას ვიწყებთ, რათა ჩვენი მაცხოვრებლები ჯანსაღ და მწვანე გარემოში ცხოვრობდნენ. m2-სთვის ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ქალაქის სხვა ტერიტორიებზე რაც შეიძლება მეტი ხე დაირგოს. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ჰაერის დაბინძურების პრობლემას და ვცდილობთ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მის წინააღმდეგ ბრძოლაში. m2 ახლაც ზრუნავს და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად იზრუნებს, რომ ქალაქში მეტი სუფთა ჰაერი იყოს.“ - აცხადებს m2 -ის გენერალური დირექტორის მოადგილე შორენა დარჩიაშვილი.
კომენტარი