ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სპეციალური ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე 11-17 აპრილს აღინიშნება. პროგრამა Where Europe Meets Asia: Georgia 25 მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებით დისკუსიებისა და ქართული ფილმების ჩვენებების გამართვას.
ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი, აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ზურაბ ქარუმიძე უცხოელ კოლეგებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის ყველა მნიშნელოვან ეტაპს გააცნობენ.კინოჩვენებებს კი Regent Street Cinema უმასპინძლებს. ფილმები ღონისძიების ორგანიზატორებმა ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობის შედეგად თავად შეარჩიეს.
ლონდონში ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:
16 აპრილი
"მოირა" (ლევან თუთბერიძე)"გასეირნება ყარაბაღში" (ლევან თუთბერიძე)"ბანდიტები" (ზაზა რუსაძე)"აპრილის სუსხი" (თორნიკე ბზიავა)"დახშული სივრცე" (ლევან შუბაშვილი)
17 აპრილი
"ვედრება" (თენგიზ აბულაძე)"მონანიება" (თენგიზ აბულაძე)"ნატვრის ხე" (თენგიზ აბულაძე)"ყაჩაღები თავი VII" (ოთარ იოსელიანი)პროექტის Where Europe Meets Asia: Georgia 25 დირექტორია The Guardian-ის ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი კულტურის სფეროში მაია ჯაგი. პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში, Asia House, Europe House, Life Through Cinema, Regent Street Cinema.
კომენტარი