"შეუძლებელია იცოდე, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ უკრაინას ომის მოგება შეუძლია" - პენტაგონი
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, შეუძლებელია იმის ცოდნა, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში, თუ ის დიპლომატიური გზით არ დასრულდა, თუმცა მისივე თქმით, უკრაინას, "რა თქმა უნდა" შეუძლია ომი მოიგოს.
"ფაქტო, რომ [პუტინი] უფრო მცირე გეოგრაფიულ არეალზე აპირებს კონცენტრირებას, ნამდვილად წარმოადგენს შესაძლებლობას, რომ ძალადობა გაგრძელდება",-თქვა მან.
კირბის თქმით, ის ფაქტი, რომ უკრაინას "აბსოლუტურად" შეუძლია ომის მოგება აჩვენა პუტინის უუნარობამ, მიაღწიოს თავის მიზანს.
"მარიუპოლი ჯერ კიდევ არ არის აღებული. მან თავისი ძალები კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაიყვანა, მათ არ აუღიათ ხარკოვი, არ აუღიათ მიკაელოვი უკრაინის სამხრეთით. ასე რომ, მე ვფიქრობ, მტკიცებულება ფაქტიურად არის ის შედეგები, რომლებსაც ყოველდღე ხედავთ",-თქვა მან.
კომენტარი