სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კობა ნარჩემაშვილი მაჟორიტარობას გეგმავს - რას ფიქრობს ამომრჩეველი?

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი წყალტუბოს რაიონის მჟორიტარობას აპირებს. „დრონი.ჯი“-ის ინფორმაციით, ნარჩემაშვილი კენჭს სოციალ-დემოკრტრატიულიპარტიის სახელით იყრის და პარალელურად, ქართული ოცნებისმხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

ყოფილმა მინისტრმა უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია და წყალტუბოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად შაბათ-კვირას მართავს. თუმცა, შეძლებს თუ არა, ყოფილი მინისტრი ამომრჩეველთა დარწმუნებას, გეგმისა და კონკრეტული პროგრამის გარეშე, ძნელი სათქმელია.

დრონი. ჯი, კობა ნარჩემაშვილთან დაკავშირებას რამდენჯერმე ცდილობდა, მაგრამ ის ჩვენ ზარებს არ პასუხობს. როგორც ჩანს, ის, მედიასთან ამ თემაზე სასაუბროდ, ჯერ მზად არ არის.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატად, „თავისუფალი დემოკრატებიდან“, კენჭს იყრის შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე (კახა თარგამაძისა და კობა ნარჩემაშვილის მინისტროსბის დროს), ზურაბ ჩხაიძეც, რომელთან ინტერვიუც „დრონი. ჯი“-მ რამდენიმე დღის წინ შემოგთავაზათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100