სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი ორგაზმის გარეშე ფრანგ ქალბატონებს აკმაყოფილებს

3 ათასზე მეტი ფრანგი ქალბატონის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ისინი არ ერიდებიან საკუთარ ინტიმურ ურთიერთობაზე საუბარს და სექსუალური კავშირით მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდიან. მიუხედავად ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფრანგი ქალბატონების უმრავლესობა სექსუალური აქტისას ხშირად ვერ აღწევს ორგაზმს.

გამოკითხულთა 74-მა პროცენტმა აღიარა, რომ პარტნიორის მოფერებისას მაქსიმალურ სიამოვნებას განიცდის. 16 პროცენტი ყოველი ინტიმური ურთიერთობისას აღწევს ორგაზმს, 55 პროცენტი ძალიან ხშირად, 21 პროცენტი იშვიათად, 5 პროცენტი კი არასდროს.

მაშინ რა აღაგზნებს თანამედროვე ფრანგ ქალბატონს? როგორც აღმოჩნდა პარტნიორის მხრიდან გამოჩენილი სინაზე და მზრუნველობა სექსუალური აქტისას საკმარისია სრული ნეტარებისთვის.

ყველაფერთან ერთად ფრანგმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ სექსი ორგაზმის გარეშე მათ სრულებით აკმაყოფილებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100