ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე "ფორმულას" ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრნენ, "tv პირველის" ოპერატორს კი ბოთლი ესროლეს (ვიდეო)
ზუგდიდში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი პირი ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს ელექტროშოკით დაემუქრა.
ჟურნალისტის თქმით, რომ ვინმე დავით ქირიამ მას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მედიის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით, ნამდვილად მოულოდნელი იყო. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. [...] მე ჩემი თვალით დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო ამ მოწყობილობაში, არც უარყვია დავით ქირია, როგორც ის თავის თავს უწოდებს სპორტსმენს, რომ ის გამოიყენებდა ამ მოწყობილობას", - თქვა სალომე ჩადუნელმა.
ჟურნალისტისვე ცნობით, ქირიამ "tv პირველის" ოპერატორს ბოთლიც ესროლა.
კომენტარი