„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი“ – “მთავარმა არხმა” თეა წულუკიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
“მთავარმა” არხმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაცხადებით ეს იყო კულტურის მინისტრის უკულტურო საქციელი.
მედიის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებასა და ტელეკომპანიისთვის კუთვნილის ნივთის დაბრუნებას მოითხოვენ.
„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი. ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“,- აღნიშნულია „მთავარი არხის“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მცდელობის მიუხედავად, მინისტრმა ჟურნალისტს ტელეკომპანიის საკუთრება უკან აღარ დაუბრუნა.
ფაქტთან დაკავშირებით, ემა გოგოხიამ სამართალდამცველებს მიმართა, თუმცა უწყების წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენიათ.
კომენტარი