სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩევები მათთვის, ვინც ახლახან აიღო მართვის მოწმობა.

ავტოსაგზაო შემთხვევების უმრავლესობა ძირითადად დაუდევრობის, გამოუცდელობის, ან ქვეითების უყურადღებობის გამო ხდება. თუ ახალბედა მძღოლი ხარ, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ იქცევა ახალბედა მძღოლი საჭესთან.

შენ შეიძლება მართვის მოწმობის გამოცდა იდეალურად ჩააბარე და როდესაც ავტოსკოლის მასწავლებელი გიზის გვერდით ავტომობილსაც მშვენივრად ატარებ, თუმცა სულ სხვა რეალობის წინაშე დგები მაშინ, როცა სრულიად დამოუკიდებლად გიწევს მაქნანის მართვა.

პირველ რიგში, თადარიგი დაიჭირე და დააზღვიე შენი ავტომობილი, ავტოდაზღვევა საქართველოში საკმაოდ მარტივია და არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც სიამოვნებით გაგიწევს სამსახურს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რაც ავტომობილის მართვის პირველ ნაბიჯებს უკავშირდება თავდაჯერებულობის ქონაა, დიდ გზებზე მანევრირებისას შესაძლოა სხვამ შექმნას საავარიო სიტუაცია, ამიტომ შენ საკმარისად თავდაჯერებული უნდა იყო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და პანიკას არ აყვე.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების საჭესთან ყოფნას უკავშირდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გამოცდილ მძღოლებს ნაკლები შეცდომები მოსდით.

შეინარჩუნე სიმშვიდე, ეს გადამწყვეტია. როცა რაღაც არ გამოგივა, ან უმნიშვნელო შეცდომას დაუშვებ ამის გამო შესაძლოა ქუჩაში დაგისიგნალონ, სხვადასხვა ფრაზები მოგაძახონ და უცბად ბულინგისა თუ დამცირების ობიექტი გახდე. დაიმახსოვრე, რომ ასეთ სიტუაციაში მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა. სხვა შემთხვევაში შესაძლოა საქმე უარესად გააფუჭო.

იარე ფრთხილად და ივარჯიშე ძალიან ბევრი. არაფერი ისე კარგად არ დახვეწს შენს უნარებს, როგორც მუდმივი ვარჯიში. გაითვალისწინე, სიფრთხილე არ ნიშნავს აუცილებლად ძალიან ნელა სიარულს.

დაუშვებელია საჭესთან სხვა საქმეებზე ყურადღების გადატანა, არ გამოიყენო მობილური ტელეფონი, არ აუწიო მუსიკას ისეთ ხმაზე, რომ გარშემომყოფების საერთოდ არ გესმოდეს. ავტომობილის მართვისას მთლიანაც ამ პროცესში უნდა იყო ჩართული, რათა ყველანაირი საფრთხის დროულად შემჩნევა და თავიდან არიდება შეძლო.

თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ არც იმდენად რომ სიჩქარის გადამეტების უფლება მისცე თავს. ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა სწორედ ამ მიზეზით ხდება, ნუ გათამამდები ისე, რომ მარჯვენა სატერფულს ზედმეტი ძალით მიაწვე.

დაიმახსოვრე, კარგი მძღოლი ყოველთვის სცემს პატივს სხვა მძღოლებს, ქუჩებში გადაადგილებისას იმოძრავე ისე, რომ ყოველთვის გახსოვდეს თავიდან ყველანი ახალბედები ვიყავით და ისევე გვიჭირდა ქალაქში მოძრაობა როგორც ახლა შენ, ამიტომ ურთიერთგაგება, დათმობა და ერთმანეთის მიმართ თავაზიანობის გამოჩება აუცილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100