სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Samsung დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების წარმოებას იწყებს

Samsung–ი მომავალი წლიდან დრეკადი ეკრანის მქონე მობილური მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს.

თავდაპირველად დრეკადი ეკრანები მობილურ ტელეფონებში გამოჩნდება, მოგვიანებით კი მას პლანშეტებსა და სხვა მოწყობილობებზეც გამოიყენებენ.

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ უკვე მოახდინა მომავალი მოწყობილობების – ნოუთბუქებისა და ტელეფონების პროტოტიპების დემონსტრირება.

სხვა აპარატებისგან, მაგალითად Nokia–ს დრეკადი პროდუქციისგან განსხვავებით, რომელიც ფინურმა მწარმოებელმა უკვე წარმოადგინა, Samsung–ის მოწყობილობებს მყარი კორპუსი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100