"კომუნისტი დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნიდან მოწვეული იყო ასევე ნეოკომუნისტი და ბოლშევიკი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ" - მეუფე პეტრე
მინიმუმ, პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მის სინანულს ველოდები - მეუფე პეტრე საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვისა და სხვა დეპუტატების შეშვებას ეხმაურება.
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ რუსული სპეცსამსახურების სცენარია ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ხდებოდა. მისი თქმით, აქტი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ განვითარდა, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს არ ჰყავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება.
„დღევანდელი სამარცხვინო ფაქტი, რაც ვიხილეთ დასტურია იმისა, რომ კომუნისტი, ათეისტი მართმადიდებელი დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნიდან მოწვეული იყო ასევე ნეოკომუნისტი და ბოლშევიკი პარლამენტის თავმჯდომარის თუ წევრების მიერ.
არის უკიდურესად სამარცხვინო ანტისახლემწიფოებრივი თუ მოღალატეობრივი პოზიცია და მდგომარეობა, რაც ვიხილეთ, რაც აუცილებლად მიიღებს ღირსეულ პროტესტს ქართული ეროვნული და საზოგადოებრივად მოაზროვნე ხალხის მხრიდან,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
კომენტარი