სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვუაროთ ტუჩებს გარდამავალ სეზონზე?

გარდამავალ სეზონზე ყველაზე მეტად თმას, სახის კანსა და ტუჩებს უნდა მოუფრთხილდეს ქალი. ვინაიდან ტუჩი ძალიან მგძნობიარე ნაწილია, ის განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს.

ტემპერატურის ცვლილება, ქარიანი ამინდი, მცხუნვარე მზე ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ტუჩებზე. ამ ფონს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ვიტამინების ნაკლებობა. გთავაზობთ ტუჩების მოვლის სხვადასხვა საშუალებებსა და პროცედურებს, რომლებიც დაიცავს მათ გარდამავალი სეზონის მავნე ზეგავლენისგან.

ტუჩის ყოველდღიური მოვლა - თუ მშრალი ტუჩები გაქვთ, მაშინ ის ყოველდღიურ მოვლის პროცედურებს საჭიროებს. ასეთ დროს უნდა იხმაროთ ჰიგიენური ტუჩსაცხი, რომელიც შეიცავს მკვებავ ცხიმს, ფუტკრის ცვილს და А, E, C და F ვიტამინებს. ასევე კარგია სპეციალური ტუჩის ნიღბები კვირაში ორჯერ, რომელშიც კომბინირებული იქნება А და E ვიტამინები.

არ დაგავიწყდეთ ტუჩსაცხის მოშორება - ღამით, როდესაც მაკიაჟს მოიცილებთ სპეციალური გამწმენდი რძით, არ დაგავიწყდეთ ტუჩების გაწმენდაც, რადგან ტუჩსაცხის ნაწილმა საკმაოდ ღრმად იცის ნაპრალებში ჩარჩენა, ფერის დაკარგვის მიუხედავად ის თქვენს ტუჩებზე მაინც არის.

გაიკეთეთ ტუჩის მასაჟი - იმისათვის, რომ გარდამავალ სეზონზე ტუჩებს სისხლი კარგად მიეწოდოს, საჭიროა ტუჩის მასაჟის პროცედურები. 2 წუთის განმავლობაში ტუჩები წრიულად დაიზილეთ კბილის ჩოთქით. მასაჟები ტუჩის ფერსაც აღადგენს და უფრო გლუვს გახდის მის ზედაპირს.

გაიწმინდეთ ტუჩები - კვირაში ერთხელ რეკომენდირებულია ტუჩის სკრაბით გაწმენდა. შესაძლებელია მისი კოსმეტიკურ მაღაზიებში შეძენა სახლის პირობებში მომზადება. ერთ სუფრის კოვზ თაფლს ერთი ჩაის კოვზი შაქარი შეურიეთ. დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასით გაიწმინდეთ ტუჩები და შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ.

მიიღეთ ვიტამინებით სავსე საკვები - კვების რაციონს დაამატეთ თევზი, ხაჭო, მოხარშული კვერცხის გული, ისპანახი, სტაფილო, მწვანე ხახვი - ეს პროდუქტები გამდიდრებულია А, В, F, Е, და С ვიტამინებით, რომლებიც არა მარტო ტუჩებს, ზოგადად ორგანიზმს ძალიან უხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100