კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა - უჩა ნანუაშვილი
„კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,“ - ასე აფასებს ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი 8 ოქტომბრის არჩევნებს.
ამის შესახებ მან დღის ბოლოს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რამდენიმე დარღვევას.
„სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები, მათ შორის განსაკუთრებით მწვავე იყო მარნეულში 48-ე ოლქში შექმნილი ვითარება. სახალხო დამცველის აპარატი სწავლოს ენმ-ის ორი წარმომადგენლის თბილისში ცემის ფაქტს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა და რამდენიმე პროცედურულ დარღვევებზეც ისაუბრა.
სახალხო დამცველის მონიტორები არჩევნებს 919 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდნენ. ომბუდსმენის აპარატი ხმების დათვლის პროცედურასაც აკვირდება და საბოლოო შეფასებას სპეციალურ ანგარიშში მოახდენს.
კომენტარი