სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ჰოლივუდიდან ლოკაციის მენეჯერები კინომწარმოებლები და პროდიუსერები სტუმრობენ

2016 წლის 20 ივნისიდან საქართველოს კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდიდან ცნობილი ლოკაციის მენეჯერები და პროდუსერები სტუმრობენ.
საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია.
ჰოლივუდის ცნობილი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები", რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა: „Transformers", "Captain America", "The Town", "The Hangover", „Sicario”, "Mission:Impossible” , კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს დაათვალიერებენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილსს, რუსთავს, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს, უფლისციხეს, წყალტუბოს, ზუგდიდსა და მესტიას, ასევე ანაკლიასა და ბათუმს მოინახულებენ. სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა.
ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში" განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასპინძლობს და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით შესაბამის ლოკაციებს აცნობს.
ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართულს საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებს შეხვდნენ და მათი გამოცდილება გაიზიარონ, გააცნონ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში" ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, ხოლო დაგემილია ამერიკული პროექტის განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100