სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა “Innova” გაიხსნა

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე ახალი მრავალპროფილიანი კლინიკა - “Innova” გაიხნა, რომლის კლინიკის ძირითადი სამედიცინო მიმართულებები ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია და ზოგადი ქირურგია იქნება. ახალი კლინიკის გახსნას შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც დაესწრო.

კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა სტუმრებს მეგზურობა გაუწია და კლინიკა დაათვალიერებინა.

„მოხარულები ვართ დღეს ახალი მრავალპროფილური კლინიკის გახსნით. კლინიკა „ინოვა“ აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით. აქ მუშაობენ რეგიონში საუკეთესო სპეციალისტები. დღეიდან საქართველოს მოსახლეობას საშუალება აქვს, ამ კლინიკაში უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. არ არსებობს სამედიცინო ცენტრი ამ პროგრამის გარეშე, შესაბამისად, ეს კლინიკაც აუცილებლად იქნება ჩართული ამ პროგრამაში“ - აღნიშნავს კლინიკის ხელმძღვანელი.

“Innova”-ს მთავარი დამფუძნებელია “თბილისის ცენტრალური საავადმყოფო”, რომელიც კვლავ აგრძელებს სამედიცინო სფეროში ინვესტიციებს და ეს ჯგუფის უკვე მეორე სრულიად ახალი სამედიცინო ცენტრია. პროექტის დაფინანსება, როგორც მშენებლობის ისე აპარატურის ნაწილში, “საქართველოს ბანკმა” განახორციელა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების კუთხით და მომავალშიც განაგრძობს დაკრედიტებას, ეკონომიკურად გამართლებული პროექტების მხარდასაჭერად.

„დღეს კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური კლინიკა გაიხსნა. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ როგორც პროექტირების, ასევე მშენებლობით, ყველაფერი აღჭურვის ფაზაში დეტალურად არის გათვალისწინებული კლინიკის ფუნქციონირების და ტექნოლოგიის თანამედროვე სტანდარტები. კარგად არის გააზრებული მთლიანად ფუნქციური აღჭურვა. კლინიკის აღჭურვა და ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მან ნებისმიერ ახალ გამოწვევას უპასუხოს. თავისი ფუნქციით და აღჭურვით ის არის პრაქტიკულად უნივერსალური ცენტრი. კლინიკა 104 საწოლზეა გათვალისწინებული , ისევე როგორც დიდ ამბოლატორიულ ნაწილზე. მე წარმატებებს ვუსურვებ ჩემ კოლეგებს,“ - აღნიშნა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

„საქართველოს ბანკი აქტიურია ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაში. ამ ჯგუფთან ჩვენთვის უკვე მესამე პროექტია რაც დავაფინანსეთ. ეს არის სესხი, რომელიც მივეცით თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს. წინა 2 პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო და ეს პროექტიც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად წარმატებული იქნება,“ - მიაჩნია „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორის მოადგილეს სულხან გვალიას.

კლინიკა „Innova” განთავსებულია 7,000 კვ.მ. ფართზე და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე სტანდარტების მქონე აპარატურით, სადაც არის 8 საოპერაციო ბლოკი, 30 ადგილიანი რეანიმაცია, 70 ადგილიანი სტაციონარი, და მაღალ ტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ცენტრი. კლინიკაში მოღვაწეობენ ისეთი პროფესიონალი და წარმატებული ექიმები, როგორებიც არიან რამაზ აღლემაშვილი, ვადიმ ხატიაშვილი, რეზო ბოჭორიშვილი, ირაკლი თოდუა, გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი (პეჩო), დავით დოთიაშვილი და ზურაბ ნარიმანიძე.

“ჩვენი სურვილია სრულიად ინოვაციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება გაუწიოთ პაციენტებს და ზოგადად ავამაღლოთ სამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ახალი კლინიკა - “Innova”, თავისი თანამედროვე ტექნოლოგიით და აპარტურით საუკეთესო დასავლური ხარისხის სერვისს შესთავაზებს პაციენტებს,“ - აღნიშნავს კლინიკის მთავარი ექიმი გოჩა ჩუტკერაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100